ფეხბურთი

20:06 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლამინის “ბასტიაში” ელიან

ლონდონის “არსენალის” 31 წლის ნახევარმცველი მატიე ფლამინი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა “ბასტიაში” გააგრძელოს.

Eurosport-ის ცნობით, ფრანგს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ “ბასტია” მის ხელში ჩაგდებას სატრანსფერო თანხის გადახდის გარეშე ეცდება.

ფლამინი “ბასტიაში” მსოლოდ იმ პირობით გადავა თუ წლიური ანაზღაურება 1,5 მილიონი ევრო ექნება. ეს ფრანგული კლუბისთვის სახელფასო ზედა ზღვარია.

შეგახსენებთ, რომ კორსიკელებმა ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 1-ში ადგილი დაკარგეს, მაგრამ მერე გარანტიები წარადგინეს, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს.

0.122991