ფეხბურთი

19:45 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” თბილისში ემზადება და შემადგენლობას აძლიერებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ლანჩხურთის “გურია” გაძლიერებას განაგრძობს. ლანჩხუთელებმა თბილისის “დინამოს” მეკარე ნიკა დაუშვილი დაიმატეს. ამის შესახებ “გურიას” ფეისბუქგვერდი იტყობინება. 25 წლის კიპერი კახი გოგიჩაიშვილის გუნდს თბილისში შეუერთდა, სადაც ეს კლუბი შეკრებაზე იმყოფება.

8 ივლისს “გურიას” ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ხოლო 11-ში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მათი მეტოქე ბოლნისის “სიონი” იქნება.

დაუშვილი კი “დინამოში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გასულ სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე კი იგი თბილისის “ვიტ ჯორჯიასა” და “ცხინვალის” ღირსებას იცავდა.

0.115714