ფეხბურთი

0:22 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თურანი “ბარსელონაში” ითამაშებს

მადრიდის “ატლეტიკოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ბლაუგრანას” თურქი ნახევარმცველის დამატება 34 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც ბონუსების სახით შესაძლოა კიდევ 7 მილიონი დაემატოს.

არდა სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. იმის გამო, რომ “ბარსელონას” ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება 2016 წლის ზამთრამდე აკრძალული აქვს, თურანი ახალ გუნდში თამაშს იანვრიდან შეძლებს.

28 წლის მოთამაშე “ატლეტიკოს” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში გამართულ 178 მატჩში 22 გოლის გატანა და 32 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან “როხიბლანკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე 180 წამი დააკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115622