დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა “ჰოუკ-აი”-ის სისტემის შესახებ ისაუბრა. როჯერის თქმით, ეს სისტემა 100-პროცენტიანი სიზუსტით არ მუშაობს.
“როგორც ჩანს, ეს სისტემა 100 პროცენტით არ მუშაობს, მისი მუშაობა შემიძლია 99 პროცენტით შევაფასო. ფაქტია, რომ “ჰოუკ-აი” რიგ ეპიზოდებში ცდება. მაგრამ ეს სისტემა რომ არ იყოს ჩოგბურთში უფრო მეტი შეცდომები იქნება. არ მინდა მსაჯის შეცდომის გამო, რომელიმე დიდი სლემის ტურნირი ვერ მოვიგო”- განაცხადა როჯერ ფედერერმა.
“ჰოუკ-აი”-ს სისტემა ჩოგბურთელს აძლევს საშუალებას, რომ მსაჯის მიერ დაფისირებული გადაწყვეტილება, თუ მას არ ეთანხმება, ტექნოლოგიის მეშვეობით გადაამოწმოს.
“ჰოუკ-აი”-ს სისტემა პირველად ოფიციალურად ჩოგბურთში 2006 წელს გამოიყენეს.