ფეხბურთი

21:15 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასს "პორტუც" ეპატიჟება

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარის იკერ კასილიასის თაობაზე რაიმე ახალი რომ არ დაიწეროს უკვე დღე არ გავა. ცნობილი ესპანური ტელეარხი tve-ს ინფორმაციით, 34 წლის კიპერი შესაძლოა, პორტუგალიური "პორტუს" ფეხბურთელი გახდეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, "დრაკონებს" ფეხბურთელისთვის უკვე გამზადებული აქვთ შეთავაზება, რომელსაც უახლოეს ხანებში განახორციელებენ.

კასილიასს აქამდე აქტიურად იტალიურ "რომას" უკავშირებდნენ. მის შემცველელად კი მადრიდში უკვე კარგა ხანია "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა განიხილება.

0.112313