ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მეტრეველმა ფინალამდე 4 მეტოქე ისე ჩამოიცილა, სეტიც კი არ დაუთმია, გადამწყვეტ მატჩში კი ყველაზე რთული ბრძოლა გადახდა. ალექსანდრე ფრანგ მაქსიმ ჟანვიეს გაეჯიბრა და 6:3, 2:6, 6:2 მოიგო.
ცნობისთვის, მეტრეველი ამ კვირაშიც სტამბოლში რჩება და კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.