პორტუგალიელი ფეხბურთელი ნანი საფეხბურთო კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი თურქეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა.
Sky sports ამ ეტაპზე კონტრაქტის ხანგრძლივობას არ ასახელებს და არც ტრანსფერის ღირებულებაა ცნობილი. ამ საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია უახლოეს საათებში გავრცელდება.
წარმოშობოთ კაპე ვერდეელი ნანი გასულ სეზონში იჯარის წესით მშობლიურ “სპორტინგში” თამაშობდა, სადაც კარიერის საწყისი პერიოდი გაატარა.
გასული სეზონის წინ ვან გაალის გუნდში ნანის თამაში არ უწევდა, ამიტომაც დროებით ლისაბონურ კლუბში გადავიდა.