ჩოგბურთი

12:58 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ტურნირის ფინალში გააღწია, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა პირველ რაუნდში ბოლივიელ ფედერიკო ზებალიოსს 6:2, 6:3 სძლია, მერვედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ფრანგი იანიკ იანკოვიცი 6:3, 6:4 დაამარცხა, მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ხორდი ვივესი დაჯაბნა – 7:6 (7:5), 6:4, ნახევარფინალში კი თურქ ანილ იუკსელს 7:5, 7:5 მოუგო.

ფინალში მეტრეველის მეტოქე ფრანგი მაქსიმ ჟანვიე იქნება, რომელმაც მე-6 რეიტინგის მქონე ბელარუსი ილია ივაშკა 6:1, 6:7 (5:7), 7:6 (8:6) დაამარცხა.

0.122779