ფეხბურთი

22:44 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგოვიჩი “ჩელსის” უახლოვდება

როგორც Daily Telegraph იუწყება, უახლოეს საათებში ლონდონის “ჩელსი” ბოსნიელი მეკარით ასმირ ბეგოვიჩით გაძლიერდება. აღნიშნული წყაროს ცნობით, “არისტოკრატებმა” “სტოკ სიტისთან” შეთანახმებას მიაღწიეს, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

28 წლის ფეხბურთელი 2010 წლიდან “სტოკის” წევრია და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

ასმირი 1987 წელს ყოფილ იუგოსლავიაში დაიბადა. მან კარიერის საწყისი პერიოდი კანადაში გაატარა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა.

2009 წლიდან ბეგოვიჩი ბოსნიის ეროვნული ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაშიც 2014 წლის მუნდიალზე გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114147