ჩოგბურთი

20:01 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი წინსვლას განაგრძობს, ტროიცკიმ ბრაუნი დაამარცხა

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტურნირზე ავსტრალიელი სამუელ გროტი 4 სეტში 6:4, 6:4, 6:7, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. შვეიცარიელი მაესტროს მომდევნო მეტოქე ნიკოლოზ ბასილაშვილის იოლად დამმარცხებელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება.

ვიქტორ ტროიცკი ნელ-ნელა ფორმაში შედის და ამჯერად მან დასტინ ბრაუნი ანგარიშით 6:4, 7:6, 4:6, 6:3 დაამარცხა. გერმანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალი ტურნირიდან გამოთიშა, თუმცა სერბის ბარიერი ვერ გადალახა. ტროიცკი მერვედფინალში უორდსა და პოსპიშილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის 1/16-ფინალის გუშინ გადადებული მატჩი მარინ ჩილიჩსა და ჯონ ისნერს შორის დღეს დასრულდა. 3 ივლისს შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა და მსაჯმა მატჩი ანგარიშზე 7:6, 6:7, 6:4, 6:7, 10:10 შეწყვიტა. მეორე დღეს ხორვატმა ამერიკელი საბოლოოდ 7:6, 6:7, 6:4, 6:7, 12:10 დაამარცხა. ჩილიჩი შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთ ამერიკელს დენის კუდლას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117717