ფეხბურთი

16:44 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “გრანადას” ყოფილი მცველი ჯეისონ მურილიო კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. “ნარუძურის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “გრანადაში” ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 53 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110489