“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უელსის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე გლაზგოს “სელტიკის” ყოფილი მცველი ადამ მეთიუსი კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს.
“შავმა კატებმა” 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, ხოლო მეთიუსს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. “სელტიკის” მაისურით ადამი ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 150 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.