“მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ გუნდის ახალი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ოფიციალურად წარადგინა. 3 ივლისს “როსონერიმ” წინასასეზონო მზადება დაიწყო.
წარდგენის შემდეგ იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ესაა კატეგორიული მოთხოვნა, რომ “მილანი” შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგას და ევროპას დაუბრუნდეს.
ბოლო წლებია “როსონერი” რთულ სიტუაციაშია და იტალიაში საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა. აღნიშნულ პასუხისმგებლობას მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “როსონერის” მწვრთნელი აანალიზებს: “ხშირად მითამაშია “მილანის” წინააღმდეგ, ასე რომ, ვიცი რამდენად საპატივსაცემოა “როსონერის” მაისურით ასპარეზობა.”
კლუბმა სინიშას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ამავდროულად გუნდმა უკვე დაიმატა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი როგორიცაა: კარლოს ბაკა, ლუის ადრიანო. “მილანი” ზაფხულში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას და ახალ სეზონში ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს. კლუბის აქციების 48% ბი ტაჩებოლმა უკვე შეიძინა. ასე რომ, “მილანს” გასაძლიერებლად დიდი ფინანსური ბაზა აქვს.