ფეხბურთი

20:56 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" და "ლაციო" ჩინეთში ითამაშებენ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის სუპერთასის თარიღი ოფიციალურად დაადგინა. ტურინის "იუვენტუსი" და რომის "ლაციო" ტიტულისთვის ერთმანეთს 8 აგვისტოს, შანხაიში დაუპირსიპირდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, სუპერთასისთვის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ერკინებიან, ხოლო ვინაიდან აღნიშნული ორივე ტიტული წლეულს "იუვემ" დაისაკუთრა, მას სუპერთასისთვის ბრძოლა თასის ფინალისტთან მოუწევს.

"ლაციო" და "იუვენტუსი" იმავე ჯილდოსთვის 2013 წელსაც შეერკინნენ და მაშინ რომში "ბებერმა ქალბატონმა" დიდი ანგარიშით, 4:0 მოიგო.

0.114407