ტურინის "იუვენტუსმა" "კალიარიში" გასხვისებული მეკარის მარკო სტორარის შემცვლელი მოძებნა. ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორი მომავალი სეზონიდან ფლორენციის "ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილი მეკარე ნეტო იქნება. ეს ინფორმაცია ტურინულმა გუნდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის ბრაზილიელმა "იუვესთან" 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნეტოს ტურინში გადაბარგებაზე ჯერ კიდევ იანვრიდან მოყოლებული იწერებოდა, მაგრამ აქამდე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ნეტო "ფიორენტინაში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, მანამდე კი "ატლეტიკო პარანაენსეს" კარს იცავდა.