ფეხბურთი

18:10 | 3.07.2015 | ნანახია 1239 - ჯერ

პოდოლსკი თურქეთში ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი კარიერას სტამბულის “გალათასარაიში” გააგრძელებს. ამის შესახებ სტამბულური გუნდი იუწყება. 30 წლის ფორვარდი “გალაში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. თურქებმა “არსენალს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მლიონი ევრო გადაუხადეს.

ლუკას პოდოლსკი “არსენალში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 03.07.2015
amigo23 (14112)

ბრავო თურქებს)) ძალიან ამაღლდა თურქეთში საფეხბურთო დონე + ატმოსფეროც მშვენიერია მოედანზე

20:07 | 03.07.2015
BATIGOLI 9. (4375)

ნამდვილად ასეა და მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის.თურქებმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყეს ფეხბურთზე ზრუნვა,ფულის ჩადება და შედეგს იმკიან დღეს.ჩვენ რომ ყველაფერი ერთნაირად გვინდა და მოცდა გვეზარება,ეგრე არ ხდება.
დღეს გალას სტადიონზე რომ ატმოსფეროა,გავარტყი ევროპის უამრავ გრანდს!

0.133776