საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” მზადებას თურქეთში განაგრძობს. შიდაქართლურმა გუნდმა სეზონის წინ გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე დაიმატა. ფეხბურთელმა “დილას” ვებგვერდთან ისაუბრა. 30 წლის ფორვარდის თქმით, მას გორში ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებია. გარდა ამისა, ისიც თქვა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით “დილას” ბელგრადის “პარტიზანის” ბარიერის დაძლევა შეუძლია.
“ადაპტაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია, რადგან ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი ჩემი მეგობარია. “პარტიზანთან” სათამაშოდ კი მთელი გუნდი სრული მობილიზებით ვემზადებით. თითოეულ ჩვენგანში არის ის განწყობა, რომ ეს ბაირიერი უნდა გადავლახოთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - ამბობს მარცვალაძე.
“დილა” “პარტიზანს” 14 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 21-ში საკუთარ მოედანზე მიიღებს.