თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მოთამაშე ალექსანდრე მეტრეველმა პირველ ნომრად განთესილ ფრანგ იანიკ იანკოვიცს 6:3, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ხორდი ვივესს (ესპანეთი) ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და ყაზახი ტიმურ ხაბიბულინი იმავე იანკოვიცთან და კიდევ ერთ ფრანგ ნისთან 7:5, 3:6, 12:14 დამარცხდნენ და ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულეს.