იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” გუნდის ძირითადი შემადგენლობის ორ წევრთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება. ამის შესახებ გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს.
პირველი მათგანი მცველი ლეონარდო ბონუჩია. ახალი პირობების თანახმად 28 წლის ფეხბურთელი ტურინში 2019 წლამდე დარჩება სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ამჟამინდელი ხელფასი კი 1.8 მილიონ ევროს შეადგენს. ბონუჩის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული.
მეორე ფეხბურთელი კი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიოა. 29 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულებას ყავლი ერთი წლის შემდეგ გასდის, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახად იგი “იუვენტუს სთედიუმზე” 2019 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს.
კლაუდიო მარკიზიო “იუვეს” სკოლის აღზრდილია და მის ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავს, ხოლო ლეონარდო ბონუჩი ტურინელებს 2010 წელს “ბარიდან” შეუერთდა.