ფეხბურთი

16:05 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი და “ფენერბაჰჩე”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდის რობინ ვან პერსის მომავალი გაურკვეველია. ფეხბურთელის სახელს აქამდე აქტიურად რომის “ლაციოს” უკავშირებდნენ ახლა კი უკვე თურქეთში გადაბარგებაზე ალაპარაკდნენ.

გამოცემა “დეილი მეილის” ინფორმაციით, ვან პერსის ყიდვა სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” აქვს განზრახული. “ფენერის” დაინტერესებაზე წარსულში ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და “ფენერბაჰჩეს” ყოფილმა ფეხბურთელმა პიერ ვან ჰოიდონკმაც ისაუბრა.

გარდა “ფენერბაჰჩესა”, ვან პერსის მიმართ ინტერესს კიდევ ერთი სტამბოლის კლუბი, “ბეშიქთაშიც” იჩენს.

31 წლის ვან პერსიმ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

0.114066