დორტმუნდის “ბორუსიასა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის ილქაი გუნდოგანის სატრანსფერო საგას ბოლო მოეღო. 24 წლის ფეხბურთელმა “დორტმუნდთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2017 წლის ზაფხულამდე იქნება. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იუწყება.
ილქაი გუნდოგანი “ბორუსიაში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.