იმედისმომცემი იტალიელი ნახევარმცველი ხოსე მაური, რომელიც გასულ სეზონში “პარმას” შემადგენლობაში თამაშობდა, ახალი სეზონიდან “მილანის” ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის დეტალები უკვე გადაწყვეტილია. 19 წლის ფეხბურთელი უახლოეს ხანებში მილანში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდგომ “როსონერისთან” 4 წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.
ხოსე მაურიმ გასულ სეზონში სერია A-ში 33 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.