ფეხბურთი

1:52 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” “ვოლინი” დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის “დილამ” პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ლუცკის “ვოლინი” დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონი პირველი ნახევრის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და გამარჯვება გორელებს დარჩათ.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ზუსტი თავური მოჰყვა. 37-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, რომელიც უკრაინელთა კიდევ ერთი შედეგიანი თავურით დასრულდა.

უჩა სოსიაშვილმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სამი ცვლილება განარციელა, რამაც აშკარად გაამართლა. შესანიშნავად ჩაერთო მათე კვირკვია, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. მათემ 53-ე წუთზე მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, 71-ე წუთზე გამოცდილმა ლუკა რაზმაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ხუთ წუთში გამარჯვების მომტანი გოლი კვირკვიამ შეაგდო – 3:2.

გორელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

შევჩენკო, კვახაძე (ქარქუზაშვილი 46), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია (კვირკვია 46), მარცვალაძე, მაშუკოვი (ერისთავი 46).
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: კვირკვია (53;76), რაზმაძე (71).

შეგახსენებთ, რომ თურქეთში “დილა” საჩემპიონთალიგო მზადებას გადის. გორელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან და 14 ივლისს ბელგრადში ადგილობრივ “პარტიზანს” დაუპირისპირდებიან.

0.114741