ფეხბურთი

16:16 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუგლას კოშტა “ბაიერნის” წევრია

გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის “ბაიერნმა” დონეცკის “შახტარისა” და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი დუგლას კოშტა შეიძინა. ამის შესახებ დონბასური გუნდის ვებგვერდი იუწყება. “რეკორდმაისტერმა” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ უკრაინელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

დუგლას კოშტა “შახტარის” ღირსებას 2009 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიის ნაკრებში კი მას აქამდე 9 შეხვედრა აქვს გამართული.

0.113169