ფეხბურთი

15:30 | 1.07.2015 | ნანახია 1686 - ჯერ

ოფიციალურად: მარტინესი “ატლეტიკოში” ითამაშებს

პორტუგალიური “პორტუს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი უკვე ოფიციალურადაა. აღნიშნული ინფორმაცია “როხიბლანკოს” ვებგვერდმა გაავრცელა. “ატლეტიკომ” პორტუგალიურ გრანდს კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაურიცხა. მარტინესი მადრიდულ გუნდში ტურინის “იუვენტუსში” გასხვისებულ მარიო მანჯუკიჩს ჩაანაცვლებს.

მარტინესმა “პორტუს” რიგებში 136 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 92 გოლი გაიტანა. იგი ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:01 | 02.07.2015
Akaki Chkadua (275)

კაიი ფორვარდია მარტო პორტუგალიის ჩემპიონატში არა ლიგაზეც კარგად იყომარა აი არდა ჯობია მანდ დარჩეს ატლეს უფრო გამოადგება ვიდრე ბარსას და მშვენიერი გუნდი დარჩება ატლეს აქვე ვალენსიაც მოღონიერდა არც სევილიაა ხელწამოსაკრავი და კაი დაძაბული პრიმერაც გამოვა

20:23 | 01.07.2015
gio-torres (123)

ატლეტიკოს კონოპლიანკაც მიყავს და ძალიან კარგია.
არდაც უნდა შეინარჩუნონ და შეუძლიათ ისევ იბრძოლონ ჩემპიონობისთვის.
მომდევნო წელს ლა ლიგა საინტერესო უნდა იყოს. სევილიას იმედიც მაქვს

18:43 | 01.07.2015
gogssi (3755)

სიმეონეა მხეცი

17:44 | 01.07.2015
RMA FANS (3925)

ძლიერდება ატლეც ნელ ნელა

17:20 | 01.07.2015
BEERTRANCE (97819)

კარგია, რო ცდილობს ატლეტიკო გაძლიერებას.

16:37 | 01.07.2015
magua (172)

ბრავო ატლეტიკო, წინა სეზონი სიმეონემ შეთამაშებისთვის და ახალი გუნდის ფორმირებისთვის გამოიყენა, შესაძლოა ისევ გამოკრან ხელი პრემერას ;-) ანაც სულაც ლიგას

16:35 | 01.07.2015
forza lazio bamos real (147)

კარგია მომავალ წელს ჩელსიში დაგლიჯავს

16:00 | 01.07.2015
Torres9 (12692)

კონოპლიანკაც მანდ გადავიდა და ვაფშე ატლეტიკო მომავალ წელს დაგლიჯავს საერთოდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119135