საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ ლანჩხუთის “გურიას” ფანკლუბმა “ფირალებმა” სურვილი გამოთქვა, რომ ბათუმის “დინამოს” მხარი დაუჭირონ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის “ომონიასთან” გასამართ მატჩში.
“გურიას” ფანკლუბის ფეისბუქ გვერდზე ლანჩხუთური გუნდის ქომაგები ამბობენ, რომ ისინი ყველასთან მეგობრულ მდგომარეობაში არიან და თავს ვალდებულად თვლიან ბათუმის “დინამოს” ევროსარბიელზე მხარი დაუჭირონ.
“დინამოსა” და “ომონიას” მატჩი 2 ივლისს, ზესტაფონში “დავით აბაშიძეზე” 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი კი 5 და 4 ლარი იქნება.