ფეხბურთი

12:36 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” მეკარე გაასხვისა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” მეკარე მარკო სტორარი ახალი სეზონიდან სერია B-ს ბინადარ “კალიარის” ღირსებას დაიცავს. ეს ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად გაცხადდება. 38 წლის კიპერი სარდინიული გუნდის რიგებში მომდევნო ორი სეზონი ითამაშებს და გასამრჯელოს სახით წელიწადში ნახევარ მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სტორარი “კალიარიში” 2007-2008 წლების სეზონის მეორე ნახევარში უკვე თამაშობდა და გუნდის მაისურით 20 თამაში ჩაატარა.

“იუვენტუსის” რიგებში კი იგი 2010 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა. გასულ სეზონში სტორარი მოედანზე ჯამში 10-ჯერ გავიდა.

0.118886