ფეხბურთი

18:32 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდანია მოსკოვში “დინამოს” დასახმარებლად ჩავიდა

მერაბ ჟორდანია მოსკოვშია, რათა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ფინანსური საქმეები მოგვარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ჰოლანდიური ინტერნეტპორტალი fcupdate.nl-ი იუწყება.

“მოსკოველებს გარკვეული პრობლემები აქვთ და კლუბის მეპატრონემ მითხრა მათზე მეფიქრა, რადგან რამდენიმე კლუბში მიმუშავია”, – თქვა ჟორდანიამ.

“ვიტესის” ყოფილ მეპატრონეს არ დაუმალავს, რომ არნემულ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობს:

“ვიტესი” ჩემს გონებაში და გულშია. იქ დაბრუნებას შევეცადე და ეს აზრი თავიდან არ ამომიგდია. “ვიტესში” დაბრუნება ჩემი ოცნებაა”.

ჟორდანიამ თავის ვაჟ 18 წლის ლევანზეც ისაუბრა, რომელიც გასულ სეზონში “ვიტესმა” ჰოლანდიის ერსტედივიზიონის (პირველი ლიგა) “ახილესში” გაანათხოვრა:

“ლევანი რეალური საქმისთვის მზადაა. გასულ სეზონში ის ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ ვფიქრობ ჰოლანდიის ერსტედივიზიონის დონეზე თამაში შეუძლია”.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ მოსკოვის “დინამო” ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების დარღვევისთვის დააჯარიმა და ევროპა ლიგაზე თამაში აუკრძალა.

0.113698