ფეხბურთი

17:36 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ჩვეულ სტილში – სკანდალში კონტეც ამოტივტივდა

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით დაკითხავენ. 45 წლის სპეციალისტი ორ გარიგებულ მატჩში მონაწილეობისთვის არის ეჭვმიტანილი. საუბარია, კონტეს ჯერ კიდევ “სიენაში” მუშაობის პერიოდზე. კერძოდ, “ალბინოლეფე” - “სიენასა” და “ნოვარა” – “სიენას” მატჩებზე.

ამ ფაქტის მიუხედავად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო “სკუადრა აძურას” თავკაცს სრულ ნდობას უცხადებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, თუ კონტე ნაკრებს დატოვებს, მას ამჟამად უმუშევარი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.

0.113832