იტალიის სერია A-ს ბინადარმა “მილანმა” და გუნდის აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა სულეი მუნტარიმ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ “მილანის” ვებგვერდი იუწყება. 30 წლის განელმა გასული სეზონის მეორე ნახევარიდან “როსოონერიში” თამაშზე უარი თქვა, თუმცა აქამდე მას გუნდთან ოფიციალური კონტრაქტი აკავშირებდა.
განელი ფეხბურთელი “სან სიროზე” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში კი მოედანზე 12-ჯერ გავიდა და 2 გაიტანა. მუნტარის მომავალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და აშშ-თან აკავშირებენ.