იტალიის სერია A-ს ახალწვეულმა “ბოლონიამ” გაკოტრებული “პარმადან” გამოცდილი იტალიელი მეკარე ანტონიო მირანტე დაიმატა. ტურინის “იუვენტუსისა” და გენუის “სამპდორიას” ყოფილი კარის დარაჯი “ბოლონიაში” მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
31 წლის მირანტემ გასულ სეზონში “პარმას” შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა.