22 წლის მცველი დავით ხოჭოლავა ოდესის “ჩერნომორეცში” ვარჯიშობს და შესაძლოა, ამ გუნდში გააგრძელოს კიდეც კარიერა. ის ამ ზაფხულს ჯერ რუსული პერმის “ამკარში” ემზადებოდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ უკრაინულ გუნდში წასულა.
ხოჭოლავა გასულ სეზონში ქობულეთის “შუქურაში” გახლდათ, გუნდში ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენდა.
“ჩერნომორეცს” რაც შეეხება, ისეთი გუნდი ვეღარაა, როგორიც ორი-სამი წლის წინ იყო, ანუ ხუთეულში ვეღარ ხვდება, თუმცა უკრაინის პრემიერლიგა უკრაინის პრემიერლიგაა. ხოჭოლავას საქმე ჯერ გასარკვევია.