კალათბურთი

21:45 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსი” კევინ ლავს 110 მილიონს სთავაზობს

“კლივლენდ კავალიერსის” ერთ-ერთ ლიდერს კევინ ლავს კლუბთან 1 ივლისს კონტრაქტი ეწურება და კალათბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება. EშPN-ის ცნობით, “კავალიერსი” მზადაა ლავს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რაშიც კალათბურთელი 110 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

26 წლის კალათბურთელი “კავალერიას” გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ლავმა სეზონის ბოლოს ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვერ დაეხმარა. 2014-2015 წლის სეზონში კევინი საშუალოდ ერთ მატჩში 16.4 ქულას და 9.7 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116192