ფეხბურთი

21:35 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანი "სამპდორიაში" ითამაშებს

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მატია კასანი ახალი სეზონიდან გენუის “სამპდორიას” ღირსებას დაიცავს. 31 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს დღეებში მას გენუელები ოფიციალურად წარადგენენ. კასანი ბოლოს “პარმაში” თამაშობდა, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა.

კასანი “სამპდორიაში” დაშავებულ ლორენცო დე სილვესტრის შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო სეზონის პირველ ნახევარს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ 31 წლის მცველი “სამპაში” 2003 წლეს უკვე თამაშობდა და გუნდის მაისურით 2 შეხვედრა აქვს გამართული.

მატია კასანის იტალიის ნაკრების რიგებში 2009-2012 წლებში 11-ჯერ უთამაშია.

0.115084