ფეხბურთი

20:51 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

თურანი “ატლეტიკოს” დატოვებს

მადრიდის “ატლეტიკოსა” და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველის არდა თურანის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ატლეტიკოს” დანამდვილებით დატოვებს. ამის შესახებ მან ნტვსპორ-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი კლუბის ვინაობას საზოგადოება უახლოეს 4 დღეში შეიტყობს.

“ამ ოთხ წელიწადში არდამ “ატელტიკოსთვის” ყველაფერი გააკეთა. ახლა კი ახალი გამოწვევების ჯერია. ვფიქრობ, არდას ახალი გუნდის ვინაობა მომავალ ოთხ დღეში გახდება ცნობილი”, - მაბობს თურქი ფეხბურთელის აგენტი.

თავის მხრივ, იტალიური მედიის ცნობით, მადრიდელებს არდას შემცვლელს აპენინზე მიაგნეს. საუბარი “ნაპოლის” ესპანელ შემტევ ხოსე კალეხონზეა, რომლის გვარსაც “როხიბლანკოს” აქტიურად უკავშირებენ.

28 წლის არდა თურანი “ატლეტიკოში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.11886