პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის პირველ წრეში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა ორ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 12 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5 ბრეიკი შეასრულა. კოლშრაიბერმა 6 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 2 ბრეიკი გააკეთა. ნოლემ 103 ქულა მოიგო, ხოლო გერმანელმა – 84.
ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ნიემიენენ-ჰიუიტის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ჯოკოვიჩი – კოლშრაიბერის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: