როგორც De Telegraaf –ი იუწყება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაადასტურებს.
ჰიდინკმა “ნარინჯისფერები” მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. მას შემდეგ ჰოლანდიელის გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, აქედან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შეხვედრაში მარცხი განიცადა.
ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში 10 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, მეორეადგილოსან ჩეხეთს 3, ხოლო პირველადგილოსან ისლანდიას 5 ქულით ჩამორჩება, აღნიშნული წარუმატებელი თამაშის ფონზე გულშემატკივრებიც ჰიდინკის წასვლას ითხოვდნენ.