ფეხბურთი

18:31 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” მუნიაინი შეინარჩუნა და ფასიც დაადო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარმა ბილბაოს “ატლეტიკმა” გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს იკერ მუნიაინს კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ბასკური გუნდის ვებგვერდი იუწყება. მუნიანის მსურველ კლუბებს კი მის შესაძენად ამიერიდან 45 მილიონი ევროს გაღება მოუწევთ.

მუნიაინი “ბილბაოს” აღზრდილია და მთავარ გუნდში 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.116962