ფეხბურთი

0:42 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ნევილი “ვალენსიაში” იმუშავებს

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ფილ ნევილი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის ნუნუ ესპირიტო სანტოს ასისტენტად იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ფილ ნევილს დიდი გამოცდილება აქვს მაღალ დონეზე. მას გააჩნია დიდი ცოდნა და ღირებულება, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან გამოადგება. ის ყოველთვის გუნდური მოთამაშე გახლდათ და ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება გუნდურ თამაშს. დარწმუნებული ვარ, რომ ფილი ძალიან დაგვეხმარება”, - განაცხადა ნუნუ ესპირიტო სანტომ.

ინგლისელის კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ნევილი საკლუბო დონეზე “მანჩესტერ იუნაიტედისა” (1995-2005) და “ევერტონის” (2005-2013) ღირსებას იცავდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 1996-2007 წლებში თამაშობდა და 59 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102395