როგორც Sky sports იუწყება ლონდონის “ჩელსი” ახლოსაა ასმირ ბეგოვიჩის შეძენასთან.
“სტოკ სიტის” ხელმძღვანელთა გეგმებში ბეგოვიჩის გუნდიდან წასვლა არ შედიოდა, თუმცა შემდგომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და თითქმის გადაწყვეტილია ბოსნიერლის არისტოკრატებში გადასვლა.
ბეგოვიჩი “სტოკის” წევრი 2010 წელს გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლსისი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა.
ბეგოვიჩი პრემიერლიგის ბოლო ხუთ სეზონში რეგულარულად თამაშობდა “სტოკის” სასტარტო შემადგენლობაში და ერთი გოლიც გაიტანა “საუთჰემპტონის” კარში.