ფეხბურთი

20:23 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ედერი “სუონსის” ფეხბურთელია

როგორც Sky Sports იუწყება პორტუგალიელი მოთამაშე ედერი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი “ბრაგადან” უელსურ “სუონსში” 5 მილიონ სტერლინგად გადავიდა.

გვინეა-ბისაუში დაბადებული ედერი 2012 წლიდან “ბრაგას” წევრი იყო. ამდროიდან მოყოლებული პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

ტანმაღალმა ფორვარდმა გასული სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

თეგებიედერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112382