Star on Sunday-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ ჟერმენს” ედინსონ კავანის ნაცვლად ანხელ დი მარიას შესთავაზებს. “წითელი ეშმაკები” აღნიშნული ბარტერის განხორციელებას უახლოეს მომავალში შეუდგებიან.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პსჟ-ს ინტერესის სფეროში გასულ სეზონშიც იყო, თუმცა ინგლისელებმა ფრანგებს დაასწრეს დი მარიას სანაცვლოდ 59.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
გასულ სეზონში არგენტინელმა შემტევმა 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა, ურუგვაელმა კი 52 შეხვედრაში თავი 31-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს გოლი 2-ჯერ გაატანინა.