ფეხბურთი

19:50 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” პაიე დაიმატა

ფრანგული “მარსელის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დიმიტრი პაიე ლონდონურ “ვესტ ჰემში” ითამაშებს. აღნიშნული ტრანსფერი “ჩაქუჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “ბოლეინ გრაუნდზე” ხუთი სეზონის განმალობაში ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

პაიე “მარსელის” ღირებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავდა. მან გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.119188