ფეხბურთი

17:52 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

2002 წლიდან დღემდე - ნესტა ყველაზე ძვირად გაიყიდა

იტალიურმა "მილანმა" "რომას" 24 წლის ნახევარმცველის ანდრეა ბერტოლაჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც იტალიელ ფეხბურთელებში გადახდილ თანხებს შორის ბოლო 13 წლის მონაცემებით მესამე შედეგია.

წარმოგიდგენთ 2002 წლის ზაფხულიდან დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდულ იტალიელ ფეხბურთელთა სიას.

ჩამონათვალს ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა ლიდერობს, რომლის სანაცვლოდაც "მილანმა" 2002 წლის ზაფხულში ფინანსურ კრიზისში მყოფ რომის "ლაციოს" 30.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

მეორე პოზიციაზე მარიო ბალოტელია. ჭირვეული თავდამსხმელის სანაცვლოდ 2010 წელს ინგლისურმა "მანჩესტერ სიტიმ" მილანის "ინტერს" 29.5 მილიონი ევრო ჩაურიცხა.

მოწინავე სამეულს კი ერთნაირი მაჩვენებლით ანდრეა ბერტოლაჩი და ალბერტო აკვილანი ამთავრებენ. ორივე შემთხვევაში 20 მილიონი ევრო "რომამ" მიიღო. აკვილანის სანაცვლოდ ხსენებული თანხა 2009 წელს "ლივერპულმა" გაიღო, ხოლო ბერტოლაჩის ტრანსფერი "მილანში" ახლახან გაოფიციალურდა.

პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1- ალესანდრო ნესტა - "ლაციოდან" "მილანში", 2002 წელი, 30.5 მილიონი ევრო

2- მარიო ბალოტელი - "ინტერიდან" "სიტიში", 2010 წელი, 29.5 მილიონი ევრო

3- ანდრეა ბერტოლაჩი - "რომადან" "მილანში", 2015 წელი, 20 მილიონი ევრო

4- ალბერტო აკვილანი - "რომადან" "ლივერპულში", 2009 წელი, 20 მილიონი ევრო

5- ჩირო იმობილე - "ტორინოდან" "დორტმუნდში", 2014 წელი, 19.4 მილიონი ევრო

6- ფაბიო კვალიარელა - "უდინეზედან" "ნაპოლიში", 2009 წელი, 18 მილიონი ევრო

7- ჯამპაოლო პაცინი - "სამპდორიადან" "ინტერში", 2011 წელი, 18 მილიონი ევრო

8- მატია დესტრო - "ჯენოადან" "რომაში", 2012 წელი, 16 მილიონი ევრო

9- პაბლო დანიელ ოსვალდო - "ესპანიოლიდან" "რომაში", 2011 წელი, 16 მილიონი ევრო

10- ალესიო ჩერჩი - "ტორინოდან" "ატლეტიკოში", 2014 წელი, 15 მილიონი ევრო

თეგებისერია A
0.121593