2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ გორის “დილას” წილისყრამ მეტოქედ “პარტიზანი” არგუნა. სერბეთის ჩემპიონატის ბოლო დროის საუკეთესო გუნდი შეკრებას ქალაქ ჩაიეტინაში გადის.
ზორან მილინკოვიჩის შეგირდებმა ამხანაგური მატჩი ქვედალიგელ “ზლატიბორთან” გამართეს და იოლად 4:0 იმარჯვეს (VIDEO). შიდაქართელების მომავალ მეტოქეთაგან გოლები კოჟიჩმა (21-ე წუთი), ნინკოვიჩმა (36), გოლუბოვიჩმა (50) და მარინკოვიჩმა (58) გაიტანეს.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “პარტიზანის” ახალწვეულ ბულგარელ ფეხბურთელ ვალერი ბოჟინოვს, კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა ფაბრიციო სილვამ კი პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა.
21 ივნისს “პარტიზანი” სერბულ “სლოგას” გაეჯიბრა და 3:0 დაამარცხა.
“პარტიზანი” “დილას” 14 ივლისს მიიღებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა საქართველოში 21 ივლისს გაიმართება.