ფეხბურთი

18:01 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსიმ ტრავმა მოიშუშა

ფლორენციის "ფიორენტინას" იტალიელი თავდამსხმელი ჯუზეპე როსი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა "სქაი სპორტს" განუცხადა. 28 წლის ფორვარდის თქმით, იგი მზადაა თავის გუნდს ახალი სეზონის პირველივე შეკრებაზე გაჰყვეს.

"მინდა დაკარგული ავინაზღაურო. ახალი მწვრთნელის განკარგულებაში თავიდანვე ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა საუკეთესო ფორმაში შევიდე. მსურს, მომავალ სეზონში რაც შეიძლება მეტი მატჩი ვითამაშო", - თქვა როსიმ.

ჯუზეპე როსიზე ერთ დროს დიდი იმედი მყარდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი ტრავმებმა დატანჯეს. გასულ სეზონში იგი მოედანზე საერთოდ არ გასულა, ხოლო 2013-2014 წლების სეზონში "ფიორენტინას" მაისურით სერია A-ში მხოლოდ 21 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა 16 გოლის გატანა მაინც შეძლო. იტალიის ნაკრების რიგებში კი როსის 30 მატჩში თავი 7-ჯერ აქვს გამოჩენილი.

0.117383