ფეხბურთი

17:20 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰეიტინგა "აიაქსში" დაბრუნდა

ჰოლანდიის ნაკრების 31 წლის მცველი ჯონ ჰეიტინგა ანსტერდამის "აიაქსს" დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია ამსტერდამული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ჰეიტინგა მშობლიურ გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ჯონ ჰეიტინგამ გასული სეზონი ბერლინის "ჰერტაში" გაატარა, სადაც ბუნდესლიგაში 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. მანამდე მან თამაში ლონდონის "ფულჰემში", ლივერპულის "ევერტონში" და მადრიდის "ატლეტიკოშიც" მოასწრო.

კარიერა კი სწორედ "აიაქსში" დაიწყო, რომლის ღირსებასაც 2001-2008 წლებში იცავდა. ჰოლანდიის ნაკრებში ჯონ ჰეიტინგას 87 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.118276