როგორც Bild იუწყება, ილქაი გიუნდოგანი დორტმუნდის “ბორუსიას” არ დატოვებს. ნახევარმცველის შეძენით პსჟ დაინტერესდა, თუმცა გერმანელმა ლიგა 1-ის ჩემპიონში გადასვლა არ ისურვა.
ფრანგული კლუბი ფეხბურთელს წლიურ ხელფასად 8 მილიონ სტერლინგს სთავაზობდა. შთამბეჭდავი წინადადების მიუხედავად, გიუნდოგანი დორტმუნდში დარჩა.
გიუნდოგანმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.