“ჰოფენჰაიმის” 23 წლის ბრაზილიელი შემტევი რობერტო ფირმინიო “ლივერპულში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” ფირმინიოსთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, ხოლო ტრანსფერის თანხდა 25 მილიონი ევრო იყო.
განვლილ სეზონში ბუნდესლიგაში ბრაზილიელმა 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.