თურქული “ბეშიქთაშის” ფორვარდი დემბა ბა, მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, კვლავ პრემიერლიგაში ვიხილოთ – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, სენეგალელის დამატება “ვესტ ბრომვიჩს” სურს, თუმცა ჩინური “შანხაი შენხუას” სახით კონკურენტი ჰყავს.
30 წლის თავდამსხმელს თურქულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. მან გასულ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბა თურქეთში გადასვლამდე “ნიუკასლის”, “ვესტ ჰემისა” და “ჩელსის” ღირსებას იცავდა.